ოფიციალურად – მამარდაშვილი “ლივერპულის” ფეხბურთელია!

“ლივერპული” თავისი ოფიციალური საიტით “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებს იტყობინება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის მიერ დადებული ხელშეკრულება ექვსწლიანია.
“ლივერპულმა” მამარდაშვილი 30+5 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარით ესპანურ გუნდში დატოვა, მერსისაიდელთა რიგებში კი 2025 წლის ზაფხულში სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ გადავა.
ეს ქართველი ფეხბურთელების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
გუშინ გიორგიმ ვალენსიაში “ლივერპულისთვის” სამედიცინო შემოწმება გაიარა და მომავალი გუნდის ფორმაში გადაღებული მისი პირველი სურათი Liverpool News | Empire of the Kop-მა გამოაქვეყნა, რომელიც სალვა გომისმა გა
დაუღო.
ეს ფორმაც უხდება