ერმაკი დარწმუნებულია, რომ ბორისპოლის აეროპორტი მალე ამოქმედდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ მალე ბორისპოლის აეროპორტი კვლავ ამოქმედდება – ის ისევ მიიღებს და გაგზავნის თვითმფრინავებს, რადგან, მისი სიტყვებით, ახლა უკრაინას „შეუძლია უზრუნველყოს ამ ობიექტის უსაფრთხოება“. ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
„ეს დაბრუნება მშვიდობის ამ ელემენტთან შესაძლებელია, რადგან დღეს უფრო ძლიერია. ახლა ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ამ ობიექტის უსაფრთხოება. მადლობა ჩვენს თავდაცვის ძალებს და ჩვენს მეგობრებს – თქვენს ქვეყნებს. და დარწმუნებული ვარ: სიმბოლური ჩასხდომის ბარათები, რომლებიც დღეს მიიღეთ, მალე რეალური გახდება“, – განაცხადა ერმაკმა ბორისპოლის აეროპორტში უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ერმაკის მოადგილემ, ანდრეი სიბიგამ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, დასძინა, რომ ბორისპოლის აეროპორტი იყო პირველი დაწესებულება, რომელიც დაიხურა ფართომასშტაბიანი ომის გამო, მაგრამ, ამავდროულად, ეს იქნება პირველი ობიექტი, რომელიც გაიხსნება, როგორც კი უსაფრთხოების ვითარება მათ ამის საშუალებას მისცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…