გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა

გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერი საფეხბურთო კლუბმა თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.
„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. „ვალენსიას“ მეკარე გუნდს 2025/2026 წლის სეზონის წინ შემოუერთდება“, – ნათქვამია ინგლისური გუნდის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი მამარდაშვილმა შთამბეჭდავი ევრო 2024 ჩაატარა საქართველოს ნაკრებთან ერთად.
მამარდაშვილი მიმინარე სეზონში „ვალენსიას“ ღირსებას დაიცავს, ხოლო ზაფხულში კი „ლივერპულს“ შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან რატიანი BBC-ის სტატიაზე- სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. ეს არის მორალი და რეგულირება. ამ მიმოხილვას მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია