“ნაპოლიმ” თავდამსხმელი “ესპანიოლში” გაანათხოვრა

“ნაპოლიმ” გუნდის 26 წლის მაროკოელი თავდამსხმელი ვალიდ ჩედირა 1 წლით “ესპანიოლში” გაანათხოვრა.
ფეხბურთელმა სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპი “პარტენოპეიში” გაატარა და სერია A-ს პირველ ტურში 12 წუთიც ითამაშა, თუმცა საბოლოოდ მისი იჯარით გაშვება გადაწყდა.
“ნაპოლიმ” ჩედირა 2023 წელს “ბარიდან” 7 მილიონ ევროდ შეიძინა. ის გასულ სეზონში “ფროზინონეში” გახლდათ განათხოვრებული, სადაც 36 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ