უკრაინის საჰაერო ძალებმა „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატიდან ათი ჩამოაგდეს 2 დეკემბრის ღამით

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 2 დეკემბრის ღამით მათ „შაჰედის“ ტიპის 11 უპილოტო საფრენი აპარატიდან 10 გაანადგურეს.
ამ თერთმეტი რუსული „შაჰედიდან“ ერთ-ერთი, რომლითაც რუსეთმა 2 დეკემბრის ღამეს ოდესის რეგიონს შეუტია, ინფრასტრუქტურულ ობიექტს შეეჯახა. „გაჩნდა ხანძარი, რომელიც მაშველებმა მალევე ჩააქრეს“.
თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა.
უკრაინის გენშტაბი წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 84 სამხედრო შეტაკება მოხდა, უკრაინელებმა ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით 21 თავდასხმა მოიგერიეს.
მათივე ცნობით, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში 100-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება