ზივზივაძის შეძენის მსურველი კლუბი გაირკვა

ცნობილი გახდა, რომელი კლუბი დაინტერესდა “კარლსრუეს” 30 წლის თავდამსხმელით ბუდუ ზივზივაძით – რუმინული “ფანატიკის” ცნობით, ქართველის შეძენის სურვილი ბუქარესტის “რაპიდს” აქვს.
“რაპირდმა” კოსოვოელი ალბიონ რაჰმანი 5 მილიონ ევროდ პრაღის “სლავიას” მიჰყიდა და მის შემცვლელად ზივზივაძის დამატება უნდა.
დღეს ka-news-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუდუს ტრანსფერზე “კარლსრუემ” მილიონევროიანი შეთავაზება მიიღო და უარის თქმა გაუჭირდება.