ზელენსკი აპირებს, „უკრაინის გამარჯვების გეგმა“ ბაიდენს, ტრამპსა და ჰარისს წარუდგინოს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, კიევმა შეიმუშავა სხვადასხვა მიმართულების მომცველი „უკრაინის გამარჯვების“ გეგმა.
ზელენსკი აპირებს, სექტემბერში ეს გეგმა -ის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგინოს. გეგმა ასევე უნდა გადაეცეს პრეზიდენტობის ორ კანდიდატს – დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს.
უკრაინი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმის ერთ-ერთი ნაწილობრივ შესრულებული ნაწილი ეხება უკრაინის ოპერაციას ს აღიარებულ ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი შემიძლია ვთქვა. ერთი მიმართულება, რომლის ნაწილიც შესრულებულია, კურსკია. [კიდევ ერთი] მიმართულებაა უკრაინის სტრატეგიული ადგილი მსოფლიო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში. მესამე – დიპლომატიური გზით რუსეთის იძულება, დაამთავროს ომი. მეოთხე მიმართულება ეკონომიკურია. დეტალურად ამ ყველაფერზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გეგმა მომზადებულია.
სამართლიანი იქნება, თუ ჯერ ამ გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს წავუდგენ. მასზეა დამოკიდებული ამ გეგმის წარმატება – მოგვცემენ თუ არა იმას, რაც გეგმაშია. ვფიქრობ, სექტემბერში შეხვედრისას წარვუდგინო გეგმა. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, გეგმა გადავცეთ როგორც კამალა ჰარისს, ასევე დონალდ ტრამპს. არ ვიცით, ვინ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ გეგმის შესრულება ძალიან გვინდა“, – ციტირებს ზელენსკის „უკრაინსკა პრავდა“.