რუსა შელია: სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ …

ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალსიტმა რუსა შელიამ ტელეარხი დატოვა. ამის შესახებ მან პოსტი „ფეისბუკზე“  1 დეკემბერს გამოაქვეყნა.

„არც ისე ცოტა ხანია ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემს პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედიაპლატფორმიდან! წარმატებები ჩვენ ქვეყანას დასავლურ გზაზე!“, — წერს რუსა შელია.

რუსა შელიამ „იმედში“ მუშაობისას, მიმდინარე წლის მარტში, ასევე სოციალურ ქსელში გააპროტესტა ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღების მცდელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: გირგვლიანის მკვლელობა მაშინ მარტო “იმედმა” გააშუქაო, ისეთი რიხით გამოაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ, ვითომ მას და მისი გადაცემის ჟურნალისტებს რაიმე შეხება ქონოდათ იმდრეონდელ “იმედთან”, ან …