ლუკაკუმ შეიძლება “ნაპოლის” რიგებში “პარმასთან” ითამაშოს

Sky-ს ცნობით, “ჩელსი” და “ნაპოლი” თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ლონდონური კლუბი ლუკაკუს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს და 30%-ს შემდგომი გაყიდვიდან მიიღებს. ამის შემდეგ ფეხბურთელი რომში გაფრინდება, რათა ვილა სტიუარტის კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
“ნაპოლი” ბელგიელს კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს და არაა გამორიცხული, 31 აგვისტოს “პარმასთან” ათამაშონ.