უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები გაურბიან მასთან საუბარს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მათი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, – ამის ზელენსკიმ ფორუმზე – „უკრაინა 2024. დამოუკიდებლობა“ განაცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა დასვეს შეკითხვა, როგორ ხსნიან დასავლელი კოლეგები იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, რა არგუმენტებს ასახელებენ და რა წითელი ხაზების ეშინიათ.
„ცდილობენ, ჩემთან ამაზე არ ისაუბრონ, მაგრამ მე ამ საკითხს ვაყენებ. პრინციპში, აი ასეა: ოლიმპიადა დამთავრდა, მაგრამ პინგ-პონგი დარჩა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას სამხედრო გზით მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ, არის თუ არა რაიმე სახის დათმობების გეგმა ან სტრატეგია გარანტიების სანაცვლოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის „მზად არ არის ნებისმიერი მოლაპარაკების ფარგლებში ტერიტორიების დათმობაზე“.
„ნამდვილად რთულია, რადგან ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იქნება დამოკიდებული ჩვენი კოლეგების მხარდაჭერაზე. იმედი მაქვს, რომ ისინი უფრო ეტს და უფრო სწრაფად იმუშავებენ. F-16 ძალიან კარგი შედეგია. ამაზე ბევრმა ისაუბრა. ამ უზარმაზარი სარაკეტო თავდასხმის ფარგლებში, ჩვენ უკვე ჩამოვაგდეთ რამდენიმე რაკეტა F-16-ების დახმარებით და ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს F-16-ების მოწოდებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.