ცოფის შემთხვევები კახეთში – 90 ძაღლი თავშესაფარშია გადაყვანილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა.
სოფელ მელაანში ძაღლმა მცირეწლოვანი ბავშვი დაკაწრა, 10 დღის შემდეგ, ცხოველი ოჯახისთვის საეჭვო მდგომარეობაში დაიღუპა, რის გამოც ადგილობრივები სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ. ოჯახის ყველა წევრი, ვისაც დაავადებულ ძაღლთან ჰქონდა შეხება, აიცრა.
მელაანიდან და მიმდებარე სოფელ ჩალაუბნიდან მიუსაფარი ძაღლები ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გადაიყვანეს. თავშესაფარში 90 ძაღლი მოათავსეს, საიდანაც 14 დაიღუპა, თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული. დამუშავდა საეჭვო ტერიტორიები, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო