ხობში ძმამ ძმა ნამგლით დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს