რა ღირს საწვავი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასებს აქვეყნებს.
აღნიშნული ინფორმაციით, სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 1.2 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 1,30 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.71 ევროს , დიზელის საწვავი – 1.30 ევროს;

აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,53 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,24 ევროს; დიზელის საწვავი – 0,43 ევროს;

თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1.09 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.10 ევროს, დიზელის საწვავი – 1.19 ევროს.
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი – 0,52 ევრო, A-95 მარკის ბენზინი – 0,56 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0,67 ევრო და დიზელის საწვავი – 0,66 ევრო ღირს.