მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას მოუწოდებს, რომ გაიანასთან სასაზღვრო დავის გამო, საბრძოლო მოქმედებებისგან თავი შეიკავოს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ვენესუელას მოუწოდებს, რომ გაიანასთან სასაზღვრო დავის გამო, საბრძოლო მოქმედებებისგან თავი შეიკავოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„სასამართლო აღნიშნავს, რომ სიტუაცია, რომელიც ამჟამად სადავო ტერიტორიაზეა შექმნილი, არის ის, რომ ამ ტერიტორიას გაიანა მართავს და აკონტროლებს. ვენესუელამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც აღნიშნულ სიტუაციას შეცვლის“, – განაცხადა მსოფლიო სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯოან დონოჰიუმ.
ვენესუელა გაიანას ნავთობით მდიდარი რეგიონის, ესეკიბოს გამო ედავება.
ვენესუელის პრეზიდენტ, მადუროს მთავრობამ 3 დეკემბერს რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მოსახლეობას ხმის მიცემა მოუწევს, ესეკიბოს რეგიონის ვენესუელის ნაწილად გამოცხადებას შეეხება.
ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მსოფლიო სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, ხვალ რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა