ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ და Georgia Capital-ის აქციები გაძვირდა, „თიბისის“ – გაიაფდა

ს“ 19–23 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, უმეტესად გაიაზრდა, შემცირდა მხოლოდ ბანკის აქციების ფასი.
კერძოდ, ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 43.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.46% წინა კვირასთან შედარებით და უცვლელი გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 225 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.20 – 44.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.82% წინა კვირასთან შედარებით და +5.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 142 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.80 – 31.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.24 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.79% წინა კვირასთან შედარებით და -5.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 256 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.10 – 10.78 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 100 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ბათუმი თანდათან ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც შეჩვეული იყო მშვიდ, წყნარ ქალაქს, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა, ნელ-ნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა“

„გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“ – განცხადება