რომანო: სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მამარდაშვილი “ლივერპულის” ფეხბურთელი გახდება

“ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი კარის დარაჯი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “მერსისაიდული” კლუბი ტრანსფერს დაადასტურებს.
“მამარდა” მიმდინარე სეზონს იჯარის წესით კვლავ “ღამურების” რიგებში გაატარებს, “ლივერპულს” კი 2025/2026 წლების სეზონის სტარტზე შეუერთდება.
“ლივერპული” “ვალენსიას” მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდის.