ჩეხეთის პრემიერი – უკრაინა, ყოველთვიურად, ათიათასობით საბრძოლო მასალას იღებს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, , ყოველთვიურად, ათიათასობით საბრძოლო მასალას იღებს.
მისი თქმით, ს ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩეხეთმა მოახერხა უკრაინისთვის მიეწოდებინა ორი მილიონი ერთეული მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალა და 22 მილიონი ერთეული საშუალო კალიბრის საბრძოლო მასალა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ამ მაჩვენებლებზე ჩეხეთის საბრძოლო მასალის ინიციატივის კონტექსტში ისაუბრა, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა.
„ახლა ჩვენ უკრაინას, ყოველთვიურად, ათიათასობით მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას ვაწვდით“, – აღნიშნა ფიალამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესის ყველა მონაწილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
შეგახსენებთ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ მაისში განაცხადა, რომ „ჩეხეთის ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის, თვეში, 50-100 ათასი მსხვილკალიბრიანი ჭურვების მიწოდება იქნებოდა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი