1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული.
„ქართულ ჯარზე ზრუნვა არის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას.
ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს, იმისათვის, რომ ეს პროგრამა წარმატებით მივიდა ბოლომდე. პროგრამა უნდა გაგრძელდეს და მე მინდა ვთხოვო თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას