„ჰეზბოლას“ ლიდერი ისრაელზე თავდასხმაზე – დრონებმა მიაღწიეს თავიანთ სამიზნეებს, მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ჩვენს მიზნებს

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით, ისრაელზე მათი შეტევა გეგმის მიხედვით დასრულდა და დიდი არეულობა გამოიწვია.
მისი მტკიცებით, თავდასხმამ ისრაელში დიდი შეფერხებები გამოიწვია.
ჰასან ნასრალამ განმარტა, რომ ოპერაცია ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ რიგში 320-ზე მეტი „კატიუშას“ რაკეტა 11 სხვადასხვა სამხედრო ობიექტს ესროლეს, შემდეგ კი ს ცენტრის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვეს. ნასრალას მტკიცებით, ოპერაციის სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა და არა სამოქალაქოს.
„ჰეზბოლას“ ლიდერის განცხადებით, მათი ორი ძირითადი სამიზნე იყო გლილოტი და კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი.
”ჩვენი დაზვერვის თანახმად, დრონებმა მიაღწიეს თავიანთ სამიზნეებს. მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ჩვენს მიზნებს“, – აღნიშნა ჰასან ნასრალმა.
მისი მტკიცებით, ისრაელის თავდაცვის ძალები თავდასხმის შედეგად მიყენებულ ფაქტობრივ ზარალს მალავს და რომ გააგრძელებენ ვითარებისთვის თვალყურის დევნებას და დაელოდებიან დადასტურებას, რომ თავდასხმა დამაკმაყოფილებელი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „ჰეზბოლას“ თავდასხმა ძირითადად ჩაიშალა და რომ თავდასხმის დროს სამხედრო ბაზები არ დაზიანებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება