როგორ მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი შრომისუნარიანობაზე

· ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება შესაძლოა აზარმაცებდეს ადამიანს, შესაბამისად ის გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე და ზრდის ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკებს.
· ჰაერის დაბინძურება კავშირშია კარდიომეტაბოლურ და რესპირატორულ დაავადებებთან. 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 99 პროცენტი ჯანმრთელობისთვის საზიანო ჰაერს სუნთქავს.
· ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგოდ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი ემისიის ზონების შექმნა, დადებით გავლენას იქონიებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება შესაძლოა აზარმაცებდეს ადამიანს და ამცირებდეს მის შრომისუნარიანობას დღეში 22 წუთის განმავლობაში, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე და ზრდის ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკებს.
ითვლება, რომ ასეთი ტიპის პირველი კვლევა ჩაატარა, ლესტერის ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრის გუნდმა, შედეგად გამოიკვლიეს ურთიერთკავშირი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ადამიანების ფიზიკურ აქტიუტობა-უმოქმედობასა და გარემოში არსებულ ჰაერის დაბინძურებას შორის.
დოქტორი ჯონათან გოლდნი ამბობს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურება კავშირშია კარდიომეტაბოლურ და რესპირატორულ დაავადებებთან; 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 99 პროცენტი ჯანმრთელობისთვის საზიანო ჰაერს სუნთქავს“.