გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა მთაში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი, რაც აქ მაცხოვრებელი ხალხის განსაკუთრებულ ღირსებაზე მეტყველებს

გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა მთაში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი, რაც აქ მაცხოვრებელი ხალხის განსაკუთრებულ ღირსებაზე მეტყველებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა მ ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით ემოციურია მშობლიურ კუთხეში – რაჭაში სიტყვით გამოსვლა.
მისივე თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და ირაკლი მ თითოეულ მათგანს ამისათვის მადლობა გადაუხადა.
„ქართული მთა ყველაზე დიდი რუდუნებით ინახავს ქართულ ფასეულობებს, ჩვენს სარწმუნოებას, ქართულ კულტურას.
თქვენ იცით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ იმგვარი რამ, რაც თვისებრივად არ მიესადაგება ქართულ კულტურას – ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული, მაგრამ მერე აქეთ გვსაყვედურობენ.
ნიშანდობლივია, რომ ამ სიძულვილმა, აგრესიამ და პოლარიზაციამ, ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო აჩვენებს, რომ გლობალური უსაფრთხოების სქემაში სანდო მოთამაშედ აღიქმება – ბოლო კვირების მოვლენებმა, მათ შორის, შს მინისტრის ოფიციალურმა ვიზიტმა ისრაელში, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო–ისრაელის სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონე

შს მინისტრის გეკა გელაძისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაც ცხადყოფს თუ რა სიბნელეშია ნაცპროპაგანდა, თითქოს საქართველოს მთავრობა ისრაელის მტრების მოკავშირეა