ბერლინის ზოოპარკში ჰიპოპოტამს ცურვას პერსონალური ტრენერი ასწავლის

ბერლინის ზოოპარკი გეგმავს სპეციალისტის დაქირავებას, რომელიც ორი თვის პიგმე ჰიპოპოტამს წყალთან შეგუებაში დაეხმარება, – ამის შესახებ “ევროპულსი” იუწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოპოტამები წყალში ცხოვრობენ, მათ არ შეუძლიათ ცურვა. ჰიპოპოტამები წყალშიც ისე მოძრაობენ, როგორც ხმელეთზე, ანუ დადიან.
მწვრთნელი გააკონტროლებს, რომ პატარა ბეგემოტი-გოგონა ისწავლის თავის სწორად დაჭერას და არ იხრჩობა.
ბეგემოტის ცურვის ინსტრუქტორს მოეთხოვება ფიზიკური ვარჯიშის კარგი დონე და მზადყოფნა, რომ კვირაში შვიდი დღე ცხოველთან იმუშაოს.
გერმანიის ზოოპარკი ასევე ეძებს დურგლებს, რომლებიც დაამზადებენ საწოლებს პანდებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ