ვის გზავნილს აჟღერებს სეპარატისტული რეჟიმი? | შამბას განცხადებაზე ოფიციალური თბილისი დუმს

გეგმავს თუ არა ოფიციალური თბილისი დროებით ოკუპირებული ს ე.წ. ხელისუფლების ინიციატივის განხილვას? “უშიშროების საბჭოს” მდივნის, სერგეი შამბას განაცხადის შემდეგ ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს, თუმცა პოლიტიკური ოპონენტები ვარაუდობენ, რომ შამბასა და ყოლბაიას შორის შემდგარი დიალოგი შესაძლოა მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა გახდეს. დროებით ოკუპირებული აფხაზეთი რომ კრემლის დირექტივების მოქმედებს, ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება და მოსკოვიდან მომდინარე ახალ საფრთხეებზე აკეთებს აქცენტს.