დამეწყრილი სოფელი შუახევში | ბუთურაულის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ხელისუფლება არ ჩქარობს

დამეწყრილი სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში – ბუთურაულის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 17 ოჯახი სეისმურად აქტიურ ზონაში ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობს და ამის მიუხედავად ხელისუფლება არ ჩქარობს საშიში ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციას. ვითარება კი უკიდურესად რთულია, ადგილობრივები ყოველდღიურად ხედავენ, როგორ ეცლება ნელ-ნელა მიწა, მათ საცხოვრებელ სახლებს.