პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ პრემიერის განცხადებაზე – ამას დავარქვათ ირაკლის ოცნებები, განხორციელება არ უწერია

ამას დავარქვათ ირაკლის ოცნებები. ამას განხორციელება არ უწერია – როგორც ჩანს მუშაობს ქართული ანდაზა: “ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო”. ირანშიც არ არის ოპოზიცია. მგონი, მეტჯერ არ უნდა წავიდეს, – ასე გამოეხმაურა, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი , პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ის ურჩევს პრემიერს, ნაკლებად ჩამოართვას ხელი “ჰეზბოლას” და “ჰამასის” ლიდერებს.
„ამას დავარქვათ ირაკლის ოცნებები. ამას განხორციელება არ უწერია. მას ვურჩევ ნაკლებად იაროს ირანში, ნაკლებად ჩამოართვას ხელი “ჰეზბოლას” და “ჰამასის” ლიდერებს. როგორც ჩანს მუშაობს ქართული ანდაზა: “ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო”. ირანშიც არ არის ოპოზიცია. მგონი, მეტჯერ არ უნდა წავიდეს ირანში “,- აღნიშნა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“. ამასთან, მ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, ლოგიკური იქნება მანდატების შეჩერება პარტიის იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პარლამენტში შევლენ.