„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმა განახორციელა

„ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმა განახორციელა. მან ისრაელის პოზიციებს ცეცხლი ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ გაუხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ისრაელის ძალების განცხადებით, მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, ისრაელის ცენტრალური ნაწილი მიმართულებით რაკეტები „ჰამასმაც“ გაუშვა.
ისრაელის თავდაცვის სისტემამ „რკინის გუმბათი“ რამდენიმე რაკეტის განეიტრალება შეძლო. „ჰამასის“ განცხადებით, მათი სამიზნე თელ-ავივი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება