მამარდაშვილის აღებული პენალტი და მოგერიებული “მკვდარი ბურთი” – “ვალენსიამ” მაინც წააგო [VIDEO]

ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სელტასთან“ 1:3 დამარცხდა.
სტუმრები დიეგო ლოპესმა თავურით დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და ხუთწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს. ვიგოელებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა 45-ე წუთზე იაგო ასპასის დარტყმული პენალტი აიღო.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, გიორგიმ სვედბერგის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია, თუმცა მალე მისი კარი ბელტრანმა დალაშქრა. დარჩენილ დროში “ღამურების” შეტევებმა შედეგი არ გამოიღო და საბოლოოდ – 3:1.
“ვალენსიამ” პრიმერას სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 28 აგვისტოს „სან
მამესზე“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.
სელტა – ვალენსია 3:1
გოლები: 0:1 დიეგო ლოპესი (14), მინგესა (23), 2:1 ასპასი (28), 3:1 ბელტრანი (60)
გამოუყენებელი პენალტი: ასპასი (45, სელტა)