მოდი ზელენსკის მოუწოდებს რუსეთთან მოლაპარაკება გამართოს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ს, ომის დასასრულებლად, რუსეთთან მოლაპარაკების გამართვისკენ მოუწოდებს. მოდიმ, ზელენსკის უთხრა, რომ ინდოეთი მშვიდობის დამყარებაში მეგობრის როლს შეასრულებს.
უკრაინის თანამედროვე ისტორიაში, ეს ინდოეთის პირველი პირის პირველი ოფიციალური ვიზიტია. მანამდე, მოდიმ ვიზიტი მოსკოვში გამართა, რის გამოც ს კრიტიკა დაიმსახურა. კიევში ვიზიტისას მოდიმ გააცხადა, რომ ის უკრაინის დედაქალაქს მშვიდობის გზავნილით ეწვია.
“გადაწყვეტის გზა შეიძლება მხოლოდ დიალოგისა და დიპლომატიის გზით იპოვო და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ, ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე. ორივე მხარე ერთად უნდა იჯდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად”, – თქვა მოდიმ.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინდოეთი მზადაა აქტიური როლი ითამაშოს მშვიდობისკენ მიმავალ ნებისმიერ ძალისხმევაში. თუ მე შემიძლია ამაში რაიმე როლის შესრულება, პირადად, ამას გავაკეთებ, მინდა დაგარწმუნოთ, როგორც მეგობარი”, – თქვა მან.
ეს განცხადება გაკეთდა ერთობლივი განცხადებების დროს, სადაც ორივე ლიდერმა ვიზიტს “ისტორიული” უწოდა.
ერთობლივი განცხადებების დროს, მოდი რიგით მეორე იყო და ვოლოდიმირ ზელენსკის, არ ჰქონდა შესაძლებლობა, სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ მოწოდებაზე პასუხი გაეცა. მაგრამ, მანამდე მან თქვა, რომ „ომის დასრულება და სამართლიანი მშვიდობა, უკრაინის პრიორიტეტია“.