მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა [VIDEO]

მოლდოვეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 30 ოქროს, 22 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
აღნიშნულ ტურნირზე 61 ქვეყნის პარასპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ტურნირზე პარამკლავჭიდელმა გოგოებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს.
გთავაზობთ პარამკლავჭიდელ ვახტანგ ახობაძის ფინალური მატჩის ვიდეოს, სადაც მან 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) გამარჯვება მოიპოვა.
ვიდეო: Geo Arm Wrestling Group
· შინი.GE
· მარაო