ზვიად რატიანს ავსტრიის სახელმწიფო მთარგმნელობითი პრემია გადაეცა

ქართველ პოეტსა და თარჯიმან ზვიად რატიანს ავსტრიის ფედერალური მთავრობის 2023 წლის სახელმწიფო მთარგმნელობითი პრემია გადაეცა.
როგორც გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელმაც რატიანის ნათარგმნი ნაწარმოები გამოსცა, წერს, მან ეს პრიზი ავსტრიული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, განსაკუთრებით რაინერ მარია რილკეს „დუინური ელეგიების“ ქართულ ენაზე თარგმნისთვის მიიღო.
პრიზი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯილდოს 10 000 ევროს ოდენობით. მას ავსტრიის კანცლერის სახელით გასცემენ.