რატი იონათამიშვილი – რადიკალურ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან – ისინი აგენტების კანტორას წარმოადგენენ და კანტორაში ვინ როგორ გადალაგდება, ვინ რა დავალებას მიიღებს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია

რადიკალურ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან – ისინი აგენტების კანტორას წარმოადგენენ და კანტორაში ვინ როგორ გადალაგდება, ვინ რა დავალებას მიიღებს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, – ასე უპასუხა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვას.
იონათამიშვილის აზრით, საზოგადოებისთვის რადიკალური ოპოზიცია ერთად თუ ცალ-ცალკე, მთლიანად მიუღებელია.
“მათ ქართულმა საზოგადოებამ სახელი უკვე დაარქვა – საზოგადოებამ კარგად იცის, როგორც მათი უსამშობლობის ამბავი, ასევე მათი აგენტურისა და მოღალატეობრივი ბუნების შესახებ. მათი გადაჯგუფება არის სასოწარკვეთილი ქმედებები, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი ექნება – საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მიუღებელი გახდება მთლიანად რადიკალური ოპოზიცია ერთად თუ ცალ-ცალკე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)