“რა თქმა უნდა, “ნაპოლის” ჩაბარებაზე უარი უნდა ეთქვა” – იტალიელმა ჟურნალისტმა კონტე გააკრიტიკა

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა მასიმო ბრამბატიმ TMW Radio-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.
ბრამბატის თქმით, კონტეს “პარტენოპეის” ჩაბარებაზე უარი უნდა ეთქვა.
“როდესაც კონტე “ნაპოლიში” მოვიდა, დი ლორენცოს და კვარაცხელიას გუნდიდან წასვლა სურდათ, თუმცა ანტონიომ ამ პრობლემების მოგვარება მოახერხა და სიტუაცია დასტაბილურდა.
დარწმუნებული ვარ, ვერ წარმოიდგენდა რომ ოსიმენის სიტუაცია ამ დრომდე ვერ გაირკვეოდა. ნიგერიელის ვერგაყიდვის გამო, ლუკაკუს ტრანსფერიც ჭიანურდება.
კონტე უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ვიდრე თავად წარმოიდგენდა, მიუხედავად ამისა, წინ უამრავი ტურია და შეიძლება ყველაფერი გაუმჯობესდეს.
კვლავ ჩემს
აზრზე ვარ, კონტეს “ნაპოლის” ჩაბარებაზე უარი უნდა ეთქვა”, – განაცხადა ბრამბატიმ.