„რედიქსის“ ჯგუფის წევრმა „ჭავჭავაძის 64ბ“-მ 10 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა

„რედიქსის“ ჯგუფის წევრმა „ჭავჭავაძის 64ბ“-მ 10 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა. ინფორმაციას Galt&Taggart ავრცელებს.
„ჭავჭავაძის 64ბ“-მ, სა და ს მხარდაჭერით, პირველი და მეორე ტრანშების სახით, 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს ღირებულების, 2-წლიანი, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა.
ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი – 7.75%-ით, დოლარში დენომინირებული ობლიგაციების წლიური კუპონი კი 8.75%-ით განისაზღვრა.
„ჭავჭავაძის 64ბ“ უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია – „რედიქსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც სხვადასხვა სექტორში ახორციელებს ინვესტირებას.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო არ არის პროგნოზირებადი, სანამ ჩვენ გვაქვს ასეთი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ ქვეყანა ასეა გახლეჩილი, როცა ერთის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება მეორე მხარეთა პოზიციისგან“ – რომან კაკულია