საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე 200-ზე მეტი დარტყმა განახორციელა | IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების [IDF] ინფორმაციით, საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ ს არმიამ ღაზის სექტორზე 200-ზე მეტი დარტყმა განახორციელა.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, „სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა განახორციელეს დარტყმები ტერორისტულ სამიზნეებზე ღაზას სექტორის ჩრდილოეთით და სამხრეთით, მათ შორის ხან იუნისსა და რაფაში“.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დაარტყა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დანაღმულ ტერიტორიებს, ტერორისტულ გვირაბებსა და ოპერატიული მართვის ცენტრებს, რომელთა გამოყენებასაც ჰამასი გეგმავდა.
ჰამასის მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დროებითი ზავის დასრულებიდან პირველ სამ საათში 32 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ბრძოლის განახლების შესახებ დღეს განაცხადეს.