Associated Press – უკრაინისთვის 125 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, – ინფორმაციას Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დახმარების ეს პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საბრძოლო მასალებს, Javelin-ს და უამრავ სხვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. იგი ასევე მოიცავს 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა აღჭურვილობას.
Associated Press-ი წერს, რომ ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს ანონიმურობის პირობით, რადგან დახმარება საჯაროდ არ არის გამოცხადებული და ოფიციალური განცხადება შეიძლება გაკეთდეს პარასკევს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს.
Associated Press-ის ცნობით, იარაღის მიწოდება ხდება პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოდის პენტაგონის მარაგებიდან და უფრო სწრაფად მიწოდებაა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”