მიხეილ სააკაშვილი – ჰიტლერს და მუსოლინისაც კი არ მოსვლიათ თავში საარჩევნო დაპირისპირებებში დიქტატურის დამყარების შეტანა – ეს აჩვენებს, ჭორვილური, ორღობის დიქტატურის აბსურდულობას

რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ “ნაციონალური მოძრაობა”? – საქმე იმაშია რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, ს წინ “5” ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
ამასთან, სააკაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გასვლით შეკრებაზე, ს სიტყვით გამოსვლაც შეაფასა და ამბობს, რომ „შუშის სარკოფაგიდან საბოლოოდ დაგვიანონსეს საქართველოში დიქტატურის შექმნა“.
„ჰიტლერს და მუსოლინისაც კი არ მოსვლიათ თავში საარჩევნო დაპირისპირებებში დიქტატურის დამყარების შეტანა.
ეს აჩვენებს, ჩვენი ჭორვილური, ორღობის დიქტატურის მთელს აბსურდულობას და მეორე მხრივ მის უკიდურეს საფრთხეს, თითოეული ქართველის კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და მომავლისთვის.
რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ “ნაციონალური მოძრაობა”? – საქმე იმაშია რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ ” 5 ” ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის.
“ნაციონალური მოძრაობა” ესაა დიდი აღმშენებლობის, ძლიერი ქართული სახელმწიფოსი საქართველოს იდეა, როგორც მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავის.
ესაა ადამიანების სამსახური, დრაივი, იმედი, მაგრამ ილუზია ნურავის ექნება, დიქტატორს მთელი ოპოზიციის დაჭერა და განადგურება სურს; მეორე მხრივ, ჭორვილური დიქტატურა წარმოადგენს საქართველოს პატარა სოფლად გადაქცევის მცდელობას, მუდმივ უიმედობას, ზიზღს, ძალადობას, დაჭერებს.
ესაა მთელი ქვეყანა 1 კაცის მფლობელობაში, სადაც ხალხისთვის არაფერია. ესაა დიდი ჩიხი, რომლიდანაც არ არსებობს გამოსავალი.
სინათლე და იმედი გაიმარჯვებს ჭაობზე და სიბნელეზე!
გვრჩება 2 თვე საქართველოს გადასარჩენად!“- წერია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მისივე „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს