„ძლიერმა საქართველომ“ შიდა ქართლში რეგიონული საარჩევნო ტურნე დაიწყო

„ძლიერი საქართველო” შიდა ქართლის რეგიონული საარჩევნო ტურნეს ფარგლებში გორის მოსახლეობას შეხვდა და გაერთიანების საარჩევნო გეგმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
ამასთან, განმარტავენ, რომ ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.
„გორის მოსახლეობას, გარდა სოციალურისა, ადგილობრივ მუნიციპალურ უწყებებში არსებული კორუფცია და ნეპოტიზმი აწუხებს, რაც მათი თქმით, თითოეულ გორელს ეხება და აწუხებს. ადგილობრივების განცხადებით, გორი მზადაა რეალური ცვლილებებისთვის და ძლიერი საქართველოს ასაშენებლად.
„ძლიერი საქართველოს” ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გორის ნაგავსაყრელთან მოვიდნენ და პრობლემას ადგილზე გაეცნენ. ირკვევა რომ ნაგავსაყრელი, რომელიც დასახლებულ პუნქტთან და მდინარესთან ახლოს მდებარეობს, სერიოზულ პრობლემას უქმნის ადგილობრივებს, რასაც ისინი წლებია აპროტესტებენ. “ქართული ოცნების” გეგმა, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, დაპირებად დარჩა.
„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი მიზანია ევროპული ინტეგრაცია და ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც გულისხმობს ისეთ განვითარებას, რომელიც სწორედ ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებთანაა თანხვედრაში.
გორის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეხვდებიან ხაშურის და ქარელის მოსახლეობას.
შეხვედრაში კოალიციის სახვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობდნენ ბადრი ჯაფარიძე, , ლევან ცუცქირიძე და “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას