კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ლევან მაისურაძე, ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის ეროვნულ ექსპერტად 31 ხმით აირჩიეს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომიტეტები დაკომპლექტებულია დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტებისგან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ეროვნული ექსპერტებისგან – ევროპის საბჭოს 46 ქვეყნიდან კი, კომიტეტში მხოლოდ 7 ქვეყნის წარმომადგენლის არჩევა ხდება. ექსპერტული კომიტეტები მედიისა და ინფორმაციული საზოგადოების მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე ევროპის საბჭოს ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე არიან პასუხისმგებლები.
ორი ახალი ექსპერტული კომიტეტის, კერძოდ: ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების (MSI-eSEC) და გამოხატვის თავისუფლებაზე გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გავლენის (MSI-AI) არჩევნები CDMSI-მა კომიტეტის რიგით 24-ე სხდომაზე ჩაატარა. მმართველი კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეც მონაწილეობდა, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით დანერგვა, მედიის მდგრადი დაფინანსების საუკეთესო პრაქტიკა, მეტავერსი და მისი გავლენა ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე.
სხდომა მომავალი 2 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და CDMSI-ის ექსპერტული კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და შესაბამისი რეკომენდაციების განხილვას ემსახურებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ