უკრაინელებმა კურსკში კიდევ ერთი დასახლება აიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ს ფედერაციის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ს ინფორმაციით, ის სუმის ოლქის სასაზღვრო ზონას ეწვია და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.
„მთავარსარდალმა წარმოადგინა მოხსენება აქტიური ოპერაციების ყველა რაიონში ოპერატიული ვითარებასთან დაკავშირებით, ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში უკრაინის კონტროლის ქვეშ კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი მოექცა და გვაქვს გაცვლის ფონდის შევსება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ასევე, ისაუბრა ამ ტერიტორიაზე სამხედრო კომენდატურის მოქმედების შესახებ. გარდა ამისა, სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წარმოადგინა მოხსენება კურსკის ოპერაციის დაწყების შემდეგ სუმის ოლქში არსებული ვითარების შესახებ.
„ფიქსირდება დაბომბვის რაოდენობის კლება და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის შემცირება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია