შვეიცარიამ 8,8 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანამ 8,8 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.

როგორც ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) აცხადებს, ეს მაჩვენებელი 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს სავარაუდოდ კიდევ შეიცვლება და კიდევ უფრო დაზუსტდება სიაში სანქცირებული პირების დამატების, ან ამოღების შემთხვევაში.
ბერნმა ასევე დაბლოკა ს ცენტრალური ბანკის კუთვნილი 7,4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის კუთვნილი უცხოური ვალუტის აქტივების გადარიცხვა.