უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, მცხეთაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც კობახიძემ განმარტა, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ, საქართველოს ხელშესახები პროგრესი მოუტანა.
„უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა: მხოლოდ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში ორჯერ გაიზარდა;
სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი;
ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის;
ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;
72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;
რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;
ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა;
ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, სამჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა;
განახევრდა უმუშევრობა;
700 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს;
საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა
ეს არის ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულმა გარდატეხამ, უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ მოუტანა.“ – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე