ხვალ, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ვასაძის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, დავითაშვილის, დამენიას, თიანეთის და გივი ამილახვარის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ცაგარელის, ფანჯიკიძის, გოთუას, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, შარტავას, ჯანელიძის, დები იშხნელების და ცაგერის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფხაკაძის, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ზურაბ ანჯაფარიძის, უნივერსიტეტის და გიორგი დანელიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ვეფხისტყაოსნის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ