დღეს, 21 აგვისტოს, ივანიშვილი მცხეთაში ჩავა – “იმედი”

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, დღეს, 21 აგვისტოს, მცხეთაში ჩავა. 20:00 საათზე ის ამომრჩეველს შეხვდება.
ეს ინფორმაცია პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა. იქამდე, მმართველი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ “ქართული ოცნება” რეგიონული ტურნეს ფარგლებში პირველ შეხვედრას მცხეთაში ჩაატარებდა. თუმცა, მათ განცხადებაში ივანიშვილი არ იყო ნახსენები.
“ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება დაიწყება 20:00 საათზე”, – წერია “ოცნების” პრესსამსახურის განცხადებაში.
ბოლოს საჯაროდ 16 ივლისს, “ქართული ოცნების” ახალი ცენტრალური ოფისისა და საარჩევნო კამპანიის გახსნაზე გამოჩნდა. იქამდე კი 29 აპრილს, მაშინ როცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ ორგანიზებულად მიიყვანა ადამიანები პროსახელისუფლებო აქციაზე დასასწრებად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…