21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერლის ხსოვნის პატივსაცემად, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ.
„თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 2021 წლის 22 მაისს გადმოასვენეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – ხელისუფლებას ყველაზე დაბალი რეიტინგი თბილისში აქვს, სადაც ამომრჩეველთა მხარდაჭერა მათ მიმართ დაახლოებით 25%-ს შეადგენს, რაც ოპოზიციას აძლევდა შანსს, თბილისი მოეგო