ენმ-ის წევრის, მაია კალანდიას ინფორმაციით, დარეჯან ცხვიტარია ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს:
“დარეჯან ცხვიტარია – ფოთის საკრებულოს, ფრაქციის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავმჯდომარეობიდან გადააყენეს მისმა ,,თანამებრძოლებმა”…
ამას აკეთებს ენმ-ს მენეჯმენტი, ერთიანობისა და მიშას ერთგულებისათვის.
ადამიანი, რომელიც ორი წელია ზის და ათენებ-აღამებს მიშას პალატის წინ!” წერს კალანდია.
შეგახსენებთ, ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-მ რამდენიმე დღის წინ, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.