გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 21 აგვისტოს სტუმრობს მოლდოვას, სადაც ორმხრივი ურთიერთობის და უსაფრთხოების საკითხების შესახებ შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მაია სანდუსთან და პრემიერ-მინისტრ დორინ რუჩანთან.
“განხილული იქნება ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის გავლენა მოლდოვის რესპუბლიკაზე” – წერს გერმანიის მთავრობა განცხადებაში და დასძენს, რომ შეხვედრებზე ასევე ისაუბრებენ ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების პროცესზე, და ამ პროცესში კიშინიოვის მიმართ ბერლინის მხარდაჭერაზე.
მოლდოვა მტკიცედ დგას დასავლეთის მხარეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის დაგმობის საკითხში, და ათი ათასობით უკრაინელი ლტოლვილისთვის აქვს გამოყოფილი თავშესაფარი.