ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში ერთ-ერთ მაღაროში (დარკვეთის) დასაქმებული ადამიანები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” 12-საათიან გრაფიკზე გადაიყვანოს, რითაც შემცირდება მათი სამუშაო დღეები.
ერთ-ერთი დასაქმებული, რომელიც “ფეისბუქის” გვერდზე “მაღაროელი” პირდაპირ ეთერში საუბრობდა, ამბობს, რომ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა:
“ველოდებოდით 5 თვის განმავლობაში, რომ გადავიდოდით ამ გრაფიკზე… ამბობდნენ, რომ ხალხი დარჩებოდა უმუშევარი, [არაფერი იცვლება], ადამიანების რაოდენობა იგივე რჩება…”
მისივე თქმით, შეცვლილი გრაფიკით მუშაობის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა მათთან რამდენიმე დღის წინაც, 28 ნოემბერსაც ისაუბრა:
“შევთხნმდნენ, რომ გადაგიყვანთ 12-საათიან გრაფიკზეო. თუმცა, როცა დაითვალეს აღმოჩნდა ხელფასში 9 ლარი სხვაობა. 164 ლარია 12-საათიან გრაფიკზე, ჩვენ გვითხრეს 9 ლარით ნაკლები 155 ლარი”.
“რადიო თავისუფლებას” კომპანიაში უთხრეს, რომ ახლა საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ჭიათურელი მაღაროელები საკუთარი უფლებების დასაცავად ხშირად მართავენ აქციებს და იფიცებიან. მიმდინარე წლის ზაფხულში რამდენიმე მაღაროელმა პირი და თვალი ამოიკერა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან