საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელია – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, მთიან რაიონებში კი 35-37 გრადუსს მიაღწიოს.
„აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსია მოსალოდნელი.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. (საფრთხის დონე საშუალოა)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!