გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს და ასევე სოფელ დიღმის რამდენიმე ქუჩას შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, ლუთხუბი, დოლასქედი, მუგუდა და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭოორმა, ომარაულები, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში – ხატაეთის, კრისტიან სტივენის, ბერტა ფონ ზუტენის და მიმდებარე ქუჩებზე; 16:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი და ახალუბანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”