პეტრე ცისკარიშვილი – 26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი – დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის

26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი. დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა კიკვიძის პარკში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის, ერთი მხრივ, არჩევანი სიღარიბესა და იზოლაციას და მეორე მხრივ, ევროპულ და განვითარებად სახელმწიფოს შორის.
“როგორც მთელი საქართველო, რა თქმა უნდა, თბილისიც აკეთებს ისტორიულ არჩევანს 26 ოქტომბერს. ეს არის არჩევანი, ერთი მხრივ, სიღარიბესა და იზოლაციას და მეორე მხრივ, ევროპულ და განვითარებად სახელმწიფოს შორის. გვინდა თუ არა ჩვენ, ქვეყანაში ხალხი, პირიქით, ბრუნდებოდეს, ინვესტიციები შემოდიოდეს, იქმნებოდეს მაღალანაზღაურებადი, მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილები თუ პირიქით, როგორც დღეს არის – ქვეყანა იცლებოდეს. აი, ასეთი, მართლაც ისტორიული არჩევანია 26 ოქტომბერს, რომელსაც ხშირად, მათ შორის “ქართული ოცნებაც” რეფერენდუმს უწოდებს. მართლაც ასეა, რადგან ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს